ადამიანების დიდი ნაწილი ამბობს, რომ პირველი სქესობრივი კავშირის დროს მზად არ იყვნენ. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AM სამედიცონო ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 2 825 ბრიტანელი გამოკითხეს, რომელთა ასაკი 17-იდან 24 წლამდე იყო.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 40% და მამაკაცების 26.5% პირველი სქესობრივი კავშირისთვის მზად არ იყო.