https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თავად დიასამიძის მკვლელობა

12:01; 19.01.2019
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1925 წლის ზაფხულში პირველმა ქართულმა საბჭოთა მსროლელმა დივიზიამ აღლუმის დროს გაიარა სოფელი ბრილი, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ 1897 წელს რამდენიმე გლეხმა მოკლა თავადი ნიკოლოზ დიასამიძე. ამ ,,შესანიშნავი” ამბის აღსანიშნავად სპეციალურად გამოყვეს რამდენიმე ამხანაგი, რომლებიც ორკესტრის თანხლებით იქაურ გლეხებთან შესახვედრად წავიდნენ. სტატიის ავტორი თავის სიხარულს ვერ მალავს, თუ ,,…რა აღტაცება გამოიწვია მუსიკამ სოფლელებში, მოგროვდენ გლეხები. შევეკითხეთ იმ ამბის შესახებ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა”. გლეხებმა მოიგონეს მკვლელობის ამბავი; ამ მკვლელობის სამი მოწმე და შემსრულებელი: ტატო დევიძე, რომელიც თავადს თურმე თვალში ჰყავდა ამოღებული, ლექსო ჩუბინიძე და გაბო იმერლიშვილი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. მათ გადაუღეს ფოტოები, რის შემდეგ გაიმართა მიტინგი.

როგორც გაირკვა, 1882 წლიდან სოფელი ბრილი თავად დიასამიძის საკუთრებას წარმოადგენდა. ნიკო დიასამიძის მამა გორის თავადაზნაურობის მარშალი გახლდათ. თავად ნიკო ქართული კულტურის მოამაგე იყო, როცა XIX საუკუნის 80-იან წლებში სცენის მოყვარულთა წრე დაარსდა, დიასამიძემ საკუთარ სახლში დარბაზი გააკეთებინა, მოაწყო სცენა, რისთვისაც დეკორაციები თბილისში შეიძინა. ის მატერიალურადაც ეხმარებოდა მსახიობებს. დიასამიძე ასევე არაერთხელ დახმარებია ეკონომიურად შეჭირვებული ქართველი მწერლებისთვის. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა აკაკი წერეთელთან, რომელიც კარგა ხანს ცხოვრობდა მის სახლში.

დიასამიძე ბუნებით ფიცხი ადამიანი ყოფილა. 1884 წელს მისი მამულების გამიჯვნის დროს მას განუცხადებია ,,რადგან თავადების და გლეხების მიწები ერთმანეთში არეულია და საზარალოა, საჭიროა გლეხების ,,სანადელო მიწების განცალკავებაო”. ამ წინადადებამ სოფლის გლეხობა გაანაწყენა. თავადი და გლეხები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქმეში მთავრობა ჩაერია, რამოდენიმე გლეხის ოჯახი გაჩხრიკეს, საქმის მოთავენი საჯარიმო ასეულში გაგზავნეს, ხოლო 14 კაცი ციხეში ჩასვეს.

 მას ჰყავდა დაქირავებული ,,ჩაჩნების” 150-კაციანი რაზმი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და აწიოკებდა გლეხებს, მოსახლეობას წყალს უკეტავდა და ყოველნაირად ავიწროებდა. ერთხელ თურმე გლეხები შეკრებილან და საუბარი გაუმართავთ საკუთარ ჭირ-ვარამზე. ამ დროს ტატო დევიძეზე გაბრაზებული დიასამიძე მივარდნილა გლეხებს და ერთი მათგანისთვის თავზე მოვერცხლილი ჯოხი გადაუმტვრევია. მეორე დღეს კი ჯოხის საფასური, 30 მანეთი, იმავე გლეხისთვის გადაუხდევინებია.

ერთხელაც ტატოს ცოლს ძროხა გამოეყვანა თავის ეზოში საძოვრად. ტატო მაშინ სახლში არ იმყოფებოდა. თავადმა ეს დაინახა და ,,ჩაჩნებს” ძროხის წართმევა და `მაგ ძაღლების~ დახოცვა უბრძანა. ჩეჩენი ქალს თოფით გამოუდგა, მაგრამ მან მიმალვა მოასწრო, თუმცა ნერვიულობის ნიადაგზე ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

იქაურმა გლეხმა ლექსო ჩუბინიძემ კი ერთი პატარა ძირი მუხა მოჭრა და ურმის ხელნისათვის გათალა. ამის გამო ,,ჩაჩნებმა” სასტიკად სცემეს ჩუბინიძეს, დედამისს კი წინააღმდეგობის გაწევისათვის მოკვლა დაუპირეს. ჩუბინიძემ მაინც მოახერხა და კეტით ერთი ჩეჩენი მოკლა. ამის გამო თავადმა მას ყველაფერი წაართვა. გაბო იმერლიშვილის მამას კი იმიტომ სცემა, რომ ბატონს ბეგარაზე არ ეახლა, თვითონ გაბოს კი შეუთვალა: ,,ცოლს რომ შეირთავ, პირველი მე უნდა მომგვაროო”. ამის შიშით გაბოს ქალს არავინ ატანდა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ღამის უფლება დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული.

სანდრო ქართველიშვილი, რომელიც მოჯამაგირედ ედგა დიასამიძეს, ერთხელ ბატონმა ხეზე მიაბა და კეტით ისე სცემა, რომ ის ლოგინად ჩავარდა. ამას გარდა, დიასამიძემ ბევრი გლეხი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა და სხვაგან გადაასახლა. გლეხების ერთი ნაწილი მემამულეს დაემორჩილა, სხვები კი, როგორც შეეძლოთ ეწინააღმდეგებოდნენ, გადასახადების გადახდაზე უარს ამბობდნენ. სიტუაცია რომ განემუხტა, სოფელში მეფის მთავრობის მოხელე ჩავიდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა _ გლეხები მიწებითა და ტყით უსასყიდლოდ სარგებლობას მოითხოვდნენ. ვერაფერი რომ ვერ გააწყო დიასამიძემ ძალას მიმართა და მხოლოდ საეგზეკუციო რაზმის დახმარებით შეძლო გადასახადის აკრეფა.

გლეხებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამ ტერაქტის ჩატარება რამდენიმე ადამიანმა იკისრა. ესენი იყვნენ: ლექსო ჩუბინიძე, გაბო იმერლიშვილი, ბესო იმერლიშვილი და სანდრო ქართველიშვილი. ბესო და სანდრო საჩიტე თოფებით იყვნენ შეიარაღებული, გაბოს ხანჯალი ჰქონდა, ხოლო ლექსოს _ რევოლვერი. მათ საკირე ღელის ბოგირი აყარეს და თავადს ჩაუსაფრდნენ.

,,თავადი ნ. დ. დიასამიძე 13 მარიამობისთვეს მარტო თურმე გაემგზავრა შარაბნით სად. გომში, სადაც იმ დღეს მისი უფროსი შვილი გრიგოლი (გრიგოლ დიასამიძე რევოლუციამდელი ქართული პრესის ცნობილი მოღვაწე იყო, გაზეთ ,,თემის” რედაქტორი. მისი თაოსნობით შედგა 1912 წელს აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რის შესახებაც ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი გადაიღო. რუსების შემოსვლის შემდეგ ის ემიგრაციაში მიემგზავრება და სიცოცხლეს ნიუ იორკში დაასრულებს -ი.მ.) უნდა ამოსულიყო. შინ თურმე ურჩევდნენ, თქვენ ნუ წაბრძანდებით, ბიჭი გავგზავნოთო, მაგრამ არა ჰქმნა. საღამოს… მამა-შვილნი გომიდგან ბრილში წავიდნენ კაბრიოლეტით. საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ დიასამიძენი სოფლის მახლობლად ბოგირს მიადგნენ; ცხენები უცბად შეფრთხნენ და უკან დაიწიეს. თავადმა ნიკომ გადასვლა დააპირა. შვილმა ურჩია თურმე, _ მამა, ნუ გადახტები, ქვეიდგან მოუარეო. აქ რაღაცა ამბავი უნდა იყოსო, უთქვამს ნიკოს და გადამხტარა, მაგრამ ბოგირი აყრილი დაჰხვედრია. მაშინ შვილისთვის დაუძახნია, ბოგირი ვიღაცას აუყრია და შვილსაც ჯაგებიდან ვიღაცის ჩურჩული თურმე მოესმა. გრიგოლს უთქვამს: მამა, დავბრუნდეთო, მაგრამ ამის თქმა ვერ დაუმთავრებია, რომ ამ დროს თოფებს უგრიალიათ. ცხენები შეფრთხნენ თურმე და გრიგოლი გაიტაცეს. თითქმის ერთ ვერსამდე ათრიეს. ბოლოს საძნეს ურემი შემოჰხვედროდა და გლეხებს შეეყენებინათ ცხენები, გრიგოლს მაშინვე ეთქვა, არიქათ, მამა მომიკლესო.

მაშინვე ყველანი უკან მიბრუნდნენ თურმე. მაგრამ ამასობაში საათნახევარმა გაიარა. თავ. ნიკო უკვე დაჭრილი და მთლად დაბეგვილი დაჰხვდათ… დაჭრილ ნიკოს, რომელსაც ორი ტყვია მოჰხვედროდა: ერთი მკერდში და მეორე მკლავში, თავპირი ცემით დალურჯებული ჰქონდა. როგორც სჩანს, მკვლელებს იმ შიშით, რომ ვაი თუ სუბუქად იყოს დაჭრილიო, თავპირში უცემიათ კიდევ. დაჭრილს გრძნობა დაკარგული ჰქონდა. როდესაც აიყვანეს სოფელში, გონს მოვიდა და გარს შემოხვეული ხალხი დაინახა, რამდენჯერმე დაიძახა თურმე: ,,ნუ დამარჩობთო!” სულ ნახევარი საათი იცოცხლა და სული დალია. ახლა ამ საქმის შესახებ უკვე სასტიკი გამოძიება სწარმოებს” (ივერია, 1897, #168.). განსვენებულ მეგობარს აკაკი წერეთელმა ლექსი მიუძღვნა:

შენც გიცნობდი… ფიცხი იყავ,

თავგამწევი, მეტი ჩქარი,

მაგრად ძვირად შემხვედრია

შენებრ წმინდა მეგობარი! (სამი ქართული ოჯახი გვ. 67)

სასამართლომ მკვლელებს 20 წლით კატორღა მიუსაჯა. ჩუბინიძემ კატორღაში 12 წელი გაატარა და შემდეგ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა, რისთვისაც მას სასჯელი აპატიეს და ის სახლში 1909 წელს დაბრუნდა. გაბო იმერლიშვილმა კატორღაში 18 წელი დაყო და სამშობლოში 1915 წელს დაბრუნდა. სანდრო ქართველიშვილისა და ბესო იმერლიშვილის ბედი კი დღემდე უცნობია.

მიტინგის დროს წითელარმიელებმა თავადის მკვლელები ხელში აიყვანეს და ხალხში გაატარეს. გაისმა მქუხარე ტაში და შეძახილები: `გაუმარჯოს გმირებს! გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!~ წამოსვლისას კი წითელარმიელებმა სოფელს სამკითხველო გაუხსნეს.

ამონარიდი წიგნიდან ,,ტერორისტები” (ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

10:26; 20 თებერვალი, 2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026

თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო