მსოფლიოს 26 უმდიდრესი ადამიანი ჰყავს, როდესაც მოსახლეობის 50% გაღატაკებულია. ამის შესახებ საუბარი „ოქსფამის“ ახალ კვლევაშია.
კვლევის მიხედვით, მილიარდერების ქონება გასულ წელს 12%-ით გაიზარდა, რაც დღეში 2.5 მილიარდი დოლარია, ვიდრე 3.8 მილიარდი ადამიანის სიმდიდრე 11%-ით შემცირდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყოველდღე 10 000 ადამიანი იღუპება, რადგან ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდება.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი უფსკრული ძირს უთხრის სიღარიბესთან ბრძოლას, ზიანს აყენებს ეკონომიკას და საზოგადოების განრისხებას იწვევს.
„ხალხი მთელ მსოფლიოში გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. მთავრობებმა ახლა უნდა მიაღწიონ რეალურ ცვლილებებს, რომ კორპორაციებმა და შეძლებულმა ფიზიკურმა პირებმა სამართლიანად გადაიხადონ გადასახადები და ამ თანხის ინვესტირება უფასო ჯანდაცვასა და განათლებაში მოხდეს, რაც ყველას სჭირდება, განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს, რომელთა მოთხოვნებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
მთავრობებს შეუძლიათ ნათელი მომავალი ააშენონ და არა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მიანიჭონ პრივილეგია“, _ განაცხადა ოქსფამის აღმასრულებელმა დირექტორმა.