მექსიკაში გაზსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, მექსიკაში აფეთქება საწვავის მოპარვის დროს გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია. ბუნებრივი აირი მილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ჟონავდა, ასობით ადამიანი კი საწვავის უფასოდ წაღების მიზნით შემთხვევის ადგილას შეგროვდა.