სენაკის სოფელ შუა ნოსირიში 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.
„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, _ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.