ევროკომისიამ Mastercard 570 მილიონი ევროთი დააჯარიმა.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯარიმა Mastercard-ს ევროკავშირის სივრცეში განხორციელებული ოპერაციების დროს ფინანსური კომპანიის მიერ მომხმარებელთა ინტერესების შელახვას უკავშირდება.
როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარი, მარგარეტ ვესტაგერი აცხადებს, ევროპელი მომხარებელი საბანკო ბარათით ყოველდღე იხდის, როცა საკვებს ან ტანსაცმელს იძენს. სხვა ქვეყნებში ბანკების მიერ მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების გამო, Mastercard-მა ხელოვნურად გაზარდა ბარათით სარგებლობის ხარჯების გადასახადი და შელახა მომხმარებლების, ასევე მოვაჭრეების ინტერესები.