ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცხეთასთან მამაკაცი დაიღუპა.
„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ის გზაზე გადადიოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.