საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორი კარლა ჰაიდენს ვაშონგტონში შეხვდა.
გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე უმნიშვნელოვანს შეთანხმებას მიაღწიეს და მალე კონგრესის ბიბლიოთეკა ქართული წიგნებით მომარაგდება:
_ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას წიგნთა გაცვლის შესახებ.
ხელშეკრულება მალე გაფორმდება და კონგრესის ბიბლიოთეკა, რეგულარულად, პირველად მომარაგდება ქართული წიგნებით. იგეგმება კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორის ვიზიტი საქართველოში, _ აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ლევან თაქთაქიშვილი და მაია სიმონიშვილი ესწრებოდნენ.