Reuters-ის ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდერს სამუელსენი ევროკავშირს მოუწოდებს რუსეთს სანქციები დაუწესოს აზოვის ზღვაში უკრაინასთან დაპირისპირების გამო.
„მჯერა, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე“,_განაცხადა სამუელსენმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი და მათ უკრაინის შესახებ და ასევე სხვადასხვა საკითხებზე უნდა იმსჯელონ.