Developed By Web Features 2024 © All rights reserved
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის 2019 წელს გამოსაშვები გამოცდის გაუქმების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, კონსულტაციებს გავდივართ. თქვენ იცით, რომ ეს მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ ყველა რისკისა და ყველა მხარესთან კონსულტაციის გათვალისწინებით, იქნებიან სკოლები, ექსპერტები თუ საკანონმდებლო ორგანო. ვფიქრობთ, გადაწყვეტილება სწორედ განათლების ხარისხზე იქნება ორიენტირებული.
მე-11 კლასელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მე-12 კლასი მოითხოვს ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას, ამიტომ გარწმუნებთ, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციას ძალიან სწრაფად დავასრულებთ. ამ კონსულტაციებზე წლევანდელ წელთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას”, _ განაცხადა ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მოხსნაზე ისაუბრა.
მისი თქმით, გამოსაშვები გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასისთვის.
თუმცა, ამ ინფორმაციამ მეთორმეტე კლასელების პროტესტი გამნოიწვია. ისინი გამოსაშვები გამოცდების წელს გაუქმებას ითხოვენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved