დღეს თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა და სკოლაში მყოფი მოსწავლეების, მასწავლებლების ევაკუაცია გახორციელდა.
ევაკუაციის მიზეზი 112-ში შესული ანონიმური ზარი გახდა, რომელიც ბომბის არსებობას იუწყებოდა.
ზარის შედეგად სკოლაში სამაშველო ჯგუფები, გამნაღმველები და პოლიციელები მივიდნენ.
გავრცელებული ცნობით, ანონიმური ზარის შემდეგ 112-ში ისევ ანონიმურად დარეკეს და თქვეს, რომ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ იხუმრეს.