ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მოსამართლეები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს”, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი “ტვ პირველის” ეთერში გამოეხმაურა:
“კარგი და ცუდი მოსამართლე პოლიტიკური შეფასებაა, აი, ვთქვათ, გამოსცა პარლამენტმა ამნისტიის აქტი, ეს ნიშნავს, რომ ცუდი მოსამართლის გამოტანილი განაჩენია? ამას ხომ არ ნიშნავს, ეს არის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკოსის შეფასებაა. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თავის პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს, ისევე როგორც ამნისტიისასშეიძლება გამოხატოს ეს პოზიცია და შეიძლება შეწყალებისას გამოხატოს პრეზიდენტმა, ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო არის ცუდი“, _ განაცხადა გვრიტიშვილმა.