“თქვენი ძმა და მეგობრის ლომაიას დროს რომ დაიწყო რეფორმა, საერთოდ, მტრისას”, _ ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრის ანგარიშის მოსმენისას გიგა ბოკერიას.
“ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ მეოთხედ ვარ პარლამენტის წევრი და ამ დარბაზში ძალიან ბევრი მინისტრისთვის მომისმენია განათლების რეფორმის თაობაზე. ყოველი მინისტრი იწყებდა ახალ რეფორმას, მერე ჩვენ ვიღებდით, რაღაც გაუგებრობას, რაღაც ქაოსს.
ბოკერიას მინდა ვუპასუხო, თქვენი ძმა და მეგობრის ლომაიას დროს რომ დაიწყო რეფორმა, საერთოდ, მტრისას. საერთოდ, არაფერი რომ არ თქვას თქვენმა პოლიტიკურმა გუნდმა განათლების რეფორმაზე კარგი იქნება, მაგრამ თქვენ ამის ნამუსი არ გაქვთ”, _ თქვა მარშანიამ.