“მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს”, _ ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაფინანსების ახალ მოდელზე მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს:
“უნდა ვთქვათ, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრისმომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და ჩვენც და მსოფლიო ბანკსაც გვაქვს ხედვა, რომ ეს უნდა იყოს performance based მოდელზე შემუშავებული, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება.
ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი.
მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობს კვლევაზე. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.