ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებამ დიდ ბრიტანეთში ბრექსითის მხარდამჭერების გაბრაზება გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
როგორც ტუსკმა განაცხადა, სპეციალური ადგილია ჯოჯოხეთში მათთვის, ვინც ბრექსითს მხარს გეგმის გარეშე უჭერს.
ტუსკის განცხადებას კონსერვატორი დეპუტატი, პიტერ ბონი გამოეხმაურა.
„არ მახსოვს ბრიტანელი ხალხისთვის, მთავრობისთვის, რომელიმე პრეზიდენტს ამხელა შეურაცხყოფა მიეყენებინოს“,_განაცხადა მან.