თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული მ.მ. დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, მ.მ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 5 აბი, რომელიც 2018 წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში 420 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.
სამართალდამცველებმა მ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.