ქუთაისის ვიცე-მერი და იმერეთის ვიცე-გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგნენ, _ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. უცნობია, რას უკავშირდება იმერეთში ერთდროულად მაღალი თანამდებობის პირების პოსტებიდან წასვლა. თუმცა ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ასევე უცნობია, ვინ შეცვლის მას.
გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს არც იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი. ის ამბობს მხოლოდ იმას, რომ სხვა სამსახურში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა სად არ აკონკრეტებს.