ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე, არჩევნებამდე პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ შევძლებთ, რომ გადავჭრათ ეს საკითხები საზოგადოებისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ 2020 წლამდე, არჩევნებამდე პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება და 2020 წლის არჩევნებშიც გამოვალთ ძალიან ძლიერი პოზიციებით“, – აღნიშნა თალაკვაძემ.