სასტიკი მკვლელობა რუსთავში – 29 წლის მამაკაცმა საკუთარი ძმისშვილი მოკლა. 14 წლის მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მხოლოდ დამნაშავე, მოზარდი და ბავშვის ბაბუა იმყოფებოდნენ. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად 29 წლის მამაკაცის ფსიქიური აშლილობა სახელდება. გუშინ მას ოჯახში ჩხუბი მოუვიდა, რის შემდეგაც მამაკაცი ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებამ ის არ დაიტოვა და უკან გამოაბრუნა.
„ეს ბიჭი, ვინც ბავშვი მოკლა, იყო ფანჯარაში გადმომდგარი. პოლიცია იყო მანდ და ელაპარაკებოდა. პოლიცია შეეკითხა სად არის ბიჭო მამაშენიო? დავბრიდეო მაგის … როგორ დაბრიდე გარეთ იყო გამოსოულიო. ბავშვი სად არისo? ისიც დავბრიდეო. არ დავიჯერეთ, მამამისზე რომ თქვა დავბრიდეო, მამასი ეგერ იყო. მერე გამოiღო ხელები და სულ ჰქონდა დასისხლიანებული. კარები ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი და ბარგალკა და რაღაცა ნახეს და კარებს ჭრიდნენ. იმან რომ შეხედა კარებს ჭრიდნენ და შემოვლენო, ფანჯრიდან გადმოხტა გაქცევა უნდოდა, მაგრამ დაიჭირა პოლიციამ და წაიყვანეს,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოკლული ბავშვის მამა საზღვარგარეთ არის, დედა კი რუსთავში ცხოვრობს. მოზარდი ხან დედასთან იყო, ხან ბაბუასთან.
მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, დამნაშავე ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსთავი2