https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დედიშობილა “სტალინი”

10:02; 17.02.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალი ცნობილი მსახიობი გვყავს ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურები არიან და თაობათა ცვლის პროცესი არასოდეს ეხებათ. ისინი ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის ყოველთვის ახლობლებად რჩებიან და მათზე მთელი თაობები აღიზარდნენ. მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი იხსენებდა:

“ფეხბურთელ მიხეილ მესხთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს მიგვიწვია თავის სახლში დიღომში, მე ბუხუტი ზაქარიაძე და კიდევ რამდენიმე მსახიობი. იმ პერიოდში ბუხუტის სტალინის როლში იღებდნენ. შუა ქეიფში რომ ვართ, ბუხუტის ავუტყდი: – ულვაშები გაიკეთეთ ბატონო ბუხუტი-თქო.

– რატომ, რატომ? – დაინტერესდა მსახიობი.

– გვინდა სტალინთან ერთად ვიქეიფოთ-თქო.

რეკვიზიტს მანქანით ატარებდა, ჩაიცვა, მოირგო ულვაშები და დაჯდა “სტალინი” ჩვენს მაგიდასთან. მეტი ეშხით გაგრძელდა პურისჭამა. მიშას იმ ვერანდის პირდაპირ კამკამა წყლით სავსე საცურაო აუზი ჰქონდა. მოგეხსენებათ შეზარხოშებული ქართველის ხასიათი. უცბად გაიძრო მიშამ ტანსაცმელი და გადაეშვა აუზში და მოხდენილად გაცურა. საშინელი სიცხეა.

გავიხადე მეც და ჩავხტი წყალში. ბუხუტიმ იფიქრა – ვისზე ნაკლები ვარო (სულ დაავიწყდა “სტალინი” რომ იყო), დინჯად გაიხადა “ინვენტარი” და დარჩა ფართხუნა ტრუსიკის ამარა. “ბილა-ნე ბილაო” დაიძახა და ჰოოპ! – მოადინა ტყლაპანი აუზში. რომ ამოყვინთა, ისე მოხდა, რომ ფართხუნა ნიფხავი წყალმა “მოსტაცა”, რაც არ გაუგია და აუზის ნაპირზე მთლად დედიშობილა ამოვიდა.

ისევ ვერ ხვდება, რომ უტრუსიკოდაა, დგას და წყალს იწურავს სახიდან. ატყდა ხარხარი და როგორი.

მიშას დედას ვუხმეთ – თამარა დეიდააა! თამარა დეიდააა! ამოდი ჩქარა, ტიტველი ბელადი გვესტუმრა და უნდა გაჩვენოთ-თქო.

ბუხუტი ახლაღა მიხვდა ყველაფერს, ერთი გემრიელად “დაგვლოცა”, თავით ისკუპა წყალში და ათი წუთი ეძებდა ფსკერზე ავბედით ფოხანს”.

გახსოვთ, ალბათ, ბატონ თემურ ჩირგაძის მიერ განსახიერებული ვაჟა ზაზაევიჩის დაუვიწყარი როლი სურათში “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”. ბატონ თემურს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია შემდეგნაირად იხსენებს.

“თემიკოსთან მუშაობა ძალიან მეადვილებოდა. თუ მარტო იყო, იმ ეპიზოდის მხოლოდ ორ-სამ დუბლს ვიღებდით. დიდი ძალისხმევა არ მჭირდებოდა იმის ასახსნელად, თუ რა უნდა გაეკეთებინა. ერთი სიტყვა საკმარისი იყო, რომ რაც მინდოდა, ყველაფერი ზუსტად შეესრულებინა. არ იფიქროთ, ვაჟა ზაზაევიჩის როლი იმიტომ შეასრულა ასე კარგად, რომ მის ხასიათს პასუხობდა. პირიქით, ვაჟა ზაზაევიჩი არაფრით ჰგავდა თემიკოს.

თემიკო საოცრად თბილი, გულღია ადამიანი იყო, რომელსაც დიდი უნარი ჰქონდა, რომ სხვისი დარდი თუ სიხარული გაეზიარებინა. სიმართლე გითხრათ, გული მწყდება, რომ როდესაც ჩემს ფილმს სახელმწიფო პრემია მიანიჭეს, თემიკო არ დააჯილდოვეს. თავად საყვედური არასოდეს უთქვამს. პირიქით, სულ მეუბნებოდა, ერთი ფილმი კიდევ გადაიღე ჩემი მონაწილეობით და ახლა ლენინის პრემიას მიიღებო.

ისეთი დიდი გულის ადამიანს, როგორიც თემიკო იყო, იშვიათად შევხვედრივარ. იგი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომლის ამქვეყნად წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა, რომელსაც ვერაფერი შეავსებს. უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულა”.

ძველი თბილისი მაინც განსაკუთრებული ფენომენი გახლდათ. მრავალმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. ბატონი რამაზ ჩხიკვაძე იხსენებს:

“თბილისში, ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ. ზარს თამაშობდნენ ხოლმე. ერთ დღეს მილიცია დაესხათ თავს. ფულს მოხვიეს ხელი, წყალსადენ მილში შეტენეს და გაიქცნენ.

მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე. გამომებერა მუცელი, იმდენი იყო! წავიღე და შინ ტახტის ქვეშ დავმალე. ის ბიჭები 3-4 დღე არ გამოჩენილან. როცა მოვიდნენ, ერთ-ერთს დავუძახე. რა გინდაო, – შემომიბღვირა. ფული მე შევინახე-მეთქი. გენახათ, რა გაიხარეს. გავხდი მაგათი საყვარელი ბიჭი რამაზა.

ერთხელ, ბავშვებმაც მოვინდომეთ ზარის თამაში. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულზე ხელს იმ ყომარბაზებივით ვიბრაგუნებდით. ამ დროს ის ბიჭები არ დაგვადგნენ თავზე? რაც იმათ გვირტყეს! ერთმა კამათლები დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი. იცოდნენ, რომ ცუდს აკეთებდნენ და ჩვენ არ მოგვცეს ცუდის გაკეთების უფლება. ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი თავის უბანში არაფერს მოიპარავდა, ახლა შვილი მამას ჰპარავს. ხაზინიდან ხომ, იპარავენ და იპარავენ”.

დღევანდელი წერილის მომდევნო გვერდი ბატონ იპოლიტე ხვიჩიას დავუთმოთ. ბატონი იპოლიტე ექსპრომტად იგონებდა ლექსებს. ორ-სამ სტრიქონიანი ლექსებით ლაპარაკი და ქილიკი უყვარდა.

როცა ერთხელ ავად გახდა, დიეტა დაუნიშნეს. ეს არ მოეწონა და ცოლს ასეთი ლექსი გაუგზავნა: “სახლში საჭმელი გვეყაროს, ვერ ჭამდე ცოლის შიშითა, ვისაც ასეთი ცოლი ჰყავს, ჩემიც… და სხვისიცა”.

მის გარშემო სულ სიცილ-ხარხარი ისმოდა. ის ამასთანავე კურიოზული პიროვნებაც გახლდათ. კინოფილმ “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” გადაღების დროს ასეთი რამ შეემთხვა: ითამაშა იპოლიტემ პირველი დუბლი, მეორეც, მაგრამ რეჟისორს არ მოსწონდა, უფრო მეტს ითხოვდა. იქამდე არ მოეშვა, სანამ სინამდვილეში არ მოხვდა იპოლიტეს თავში აგური. რკინის ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ აგურმა წონასწორობა მაინც დააკარგვინა, ბარბაცი დაიწყო. კამერისაკენ ერთი გაიხედა და წაიქცა.

“კარგია, მალადეც, იპოლიტე!” – იძახდა რეჟისორი. გვიან დაინახეს, რომ კაცი გონზე არ იყო. იპოლიტე მოასულიერეს და ისე მოეწონათ დუბლი, რომ ასევე დატოვეს.

გადაღებებზე შვილთან, შვილიშვილებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად დადიოდა. ოც კაცამდე ყოველთვის თან ახლდა. ავთანდილ ხვიჩია, იპოლიტეს შვილიშვილი ერთ შემთხვევას იგონებდა:

“ბაბუა და ბებია ხშირად მოდიოდნენ ჩემთან აკადემიაში სწავლის დროს. ერთხელ იპოლიტემ აუდიტორიის კარი შემოაღო და დაინახა ქანდაკებასავით გაშეშებული მენატურე ქალი. უყურა და როცა დარწმუნდა, რომ ეს ქალი ცოცხალი იყო, თავზე ხელი შემოირტყა და ბებიას უთხრა: “მოდი აქ, ნახე, რატომ დადის შენი შვილიშვილი გამოშტერებული!” ისეთი ამბავი ატყდა, რომ ლექციები ჩაიშალა.”

პლაჟიდან მომავალ სესილია თაყაიშვილსა და იპოლიტეს შორის ერთხელ ასეთი დიალოგი გამართულა:

– აუ, გამომასწარი, სესილია?

– რა გინდა, ბიჭო, რა?

– რა და, შენი ნახვა მინდოდა საბანაო კოსტიუმში.

– მეხი კი დაგაყარე! ჰა, და შემხედე!

– დიდუუუ! ყვავს ააჩხავლებს!

– დამეკარგე აქედან! – გაწყრა სესილია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025
კულტურა

“ასეთი იდეა მაქვს”- “მარტო სახლში”-ს მსახიობი ფილმის გაგრძელების იდეაზე

20:04; 26 ნოემბერი, 2025
კულტურა

“ფანტომასი”

13:29; 23 ნოემბერი, 2025

„შემთხვევა“ აფრიკაში

„კაკოი ეშჩო მახარადზე?“

ყველა სიახლე

ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
0

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო