„მთავარია, რომ წერილის შინაარსთან დაკავშირებით საზოგადოებას მსჯელობის საშუალება მიეცა. როგორც გამოჩნდა, აღნიშნული წერილის შინაარსი საკმაოდ მძიმეა და სავარაუდოდ, ახლოს არის რეალობასთან“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო უწყება მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
„პროკურატურა პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აირიდებს. ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ საგამოძიებო უწყება გულგრილობას იჩენს, მაგრამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების გაგრძელება შეეძლო“, _ აღნიშნა ალაფიშვილმა.
საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი წერილი დღეს გაასაჯაროვა.