დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
“ჩემი ნებით პოსტიდან არ წავალ. მაინტერესებს, პარლამენტი რეგლამენტს რა დონეზე იცავს და რომელ კვოტაზე საუბრობენ. თუ კვოტაა, მაშინ გამოიწვიონ. რეგლამენტში ამის შესახებ არანაირი სიტყვა არ არის ნათქვამი. კვოტები მხოლოდ მოადგილეებზე არსებობს. თავმჯდომარეს თანამდებობაზე როგორც ირჩევენ, გადარჩება ასევე ხდება 76 დეპუტატის მიერ. პროცესების განვითარებას დაველოდები. თუ უმრავლესობას მიაჩნია, რომ ჩემს საპარლამენტო უფლებამოსილებას არ ვასრულებ არა როგორც „ქართული ოცნების“ წევრი, არამედ თანამდებობის პირი, შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ და ხმათა უმრავლესობით გადამაყენონ“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძეს დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. კვაჭანტირაძემ უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.