ოზურგეთში, „მოიდანახეს“ სასაფლაოზე, წარსულში ცნობილი ექიმის, რატი ღლონტის საფლავის ირგვლივ, ლითონის რიკულების საკმაო ნაწილი მოიპარეს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოჯახმა ეს ამბავი პოლიციას სასწრაფოდ აცნობა და დამნაშავეც ცხელ კვალზე დაკავეს.
აღნიშნული ფაქტის თაობაზე „გურია ნიუსი“ შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა.
_ ასეთი ფაქტი ნამდვილად იყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით, რაც მიცვალებულისთვის უპატივცემულობას გულისხმობს. დაკავებული და მხილებულია ერთი პირი და დაწყებულია გამოძიება, _ გვითხრეს შსს-ს პრესამსახურში.