თავდასხმა ახალ ზელანდიაში -ტერორისტებს, რომლებმაც 40 ადამიანი მოკლეს ავტომატის მჭიდებზე ქართულენოვანი წარწერები ჰქონდათ. ფოტომასალას ბრიტანული გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.
მჭიდებზე, რომელიც ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველებმა ტრაგედიის ადგილიდან ამოიღეს დავით სოსლანი და დავით აღმაშენებელი ქართულ ენაზე წერია.
“კურიერი“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა, ჰქონდა თუ არა ქართულ მხარეს კომუნიკაცია ახალი ზელანდიის სამართალდამცველ ორგანოებთან.
თუმცა შს სამინისტროდან „კურიერი“ საგარეო უწყებაში გადაამისამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არაფერი იციან. მათი თქმით, მხოლოდ ის გაარკვიეს რომ ტერაქტის შედეგად ახალ ზელანდიაში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
რას უკავშირდება ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების შეიარაღებაზე ამის შესახებ ამ დრომდე განმარტებები არ კეთდება.
თავდასხმა მეჩეთებზე ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისჩარჩში მოხდა. შეიარაღებული პირები 2 სხვადასხვა სალოცავში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
ამ დროისთვის ცნობილია,რომ შემთხვევას 40 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი 20- ს აჭარბებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა ეჭვმიტანილების ავტომობილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დახურულია ყველა სკოლა.
წყარო: რუსთავი2