https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არსენიჩის „ხაშლამა“

9:03; 16.03.2019
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილში ქართველი ძიუდოისტების სახალისო ისტორიებს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი გმირი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბატონი გურამ პაპიტაშვილია. ბატონი გურამი მეტად მკაცრი მწვრთნელი ბრძანდებოდა. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ძიუდოს სპეციალისტებს თავის დროზე მისნაირი პრინციპულობა რომ გამოეჩინათ, სპორტის ამ სახეობაში საქმე გაცილებით უკეთ გვექნებოდა.

თქვენს სამსჯავროზე პაპიტაშვილის ორი მოგონება გამომაქვს.

„ჩემი კარიერის მანძილზე მუდამ დისციპლინის მოყვარული ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი გოლიათი ფალავნებიც ასეთები ყოფილიყვნენ. ხანდახან მიკვირდა, როგორ მემორჩილებოდნენ ეს, ცოტა არ იყოს, ფიცხი ხასიათის გოლიათები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფროსისადმი პატივისცემის გრძნობა არ აკლდათ და ამიტომ იყო ასე.

ერთხელ, მახაჩკალის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ შინ მოვემგზავრებით და რკინიგზის სადგურზე ვაგონში მყავს მთელი გუნდი. მატარებლის გასვლამდე 5 წუთია დარჩენილი და დურმიშხან ბერუაშვილი მომაკლდა თვალში. გავედი სადგურზე მის მოსაძებნად.

ვხედავ მან და სოსლან ანდიევმა როგორ მიიტანეს სადგურის ღია სასადილოში თითო ბოთლი შამპანური და მაგიდაზე დადგეს. მივედი, ორივე ბოთლი ერთმანეთს შემოვახეთქე და დავამსხვრიე. დურმიშხანი თავჩაღუნული წავიდა მატარებლისკენ და სოსლანიც ხმის ამოუღებლად გაბრუნდა უკან“.

„მსოფლიოს ერთ-ერთ ჩემპიონატზე ვიმყოფები სსრკ ნაკრებთან ერთად უფროსი მწვრთნელის ვლადლენ ანდრეევის თანაშემწედ.

ანზორ კიკნაძე ხვდება ჰოლანდიელ იან სნეიდერს, რომლის ტყუპისცალი ძმა პეტერი ასევე კარგად ჭიდაობდა და რაც მთავარია, ისიც იქ იყო. ანზორი იგებს შეხვედრას. იანმა ამ დროს მცირე ტრავმა მიიღო და მაშინდელი წესებით ნება დაერთო ტატამთან სიახლოვეს ეწამლათ ექიმებს.

ვატყობთ, რომ კიკნაძე უჩვეულოდ ღელავს, მე და ანდრეევი მივედით ახლოს და მთელი მონდომებით ვამხნევებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ უგულისყუროდ გვისმენს და სულ სხვაგან იყურება. ამაზე კი ორივე გავუწყერით, მაგრამ ანზორმა აქეთ შემოგვიტია: მე თავი დამანებეთ, კაცო და იმათ მიხედეთ, ის მეორე ტყუპისცალი შორიახლოს დასტრიალებს და ისე გვანან, რომ ჩაანაცვლონ, ვერაფერს გავიგებთო. ამაზე კი კარგად ვიცინეთ, თანაც, რა თქმა უნდა, პეტერ სნეიდერს ძმა არ ჩაუნაცვლებია და ანზორმაც მშვიდობიანად მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე“.

ახლო წარსულში ცნობილ ძიუდოისტს შენგელი ფიცხელაურს ერთხელ „მძიმე მდგომარეობიდან“ თავის დაძვრენა მოუწია. დახმარების ხელი თანამემამულემ, ასევე გამოჩენილმა ქართველმა ფალავანმა გივი ონაშვილმა გაუწოდა.

„1974 წელია, საბჭოთა ნაკრებთან ერთად ინგლისში გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე. გუნდური ასპარეზობა იყო და დაძაბულ ბრძოლაში ფრანგების უძლიერეს გუნდს ვძლიეთ.

გახარებულმა ვერ გავითვალისწინე და… გახურებულ გულზე ცივი ლუდი მივირთვი. ამ ამბავში ვარ და დოპინგზე შემოწმება არ გამოაცხადეს? რაღა ვქნა ახლა? დოპინგს, საერთოდ შარდის ანალიზით ამოწმებენ, მაგრამ რა შეღავათია, ალკოჰოლური კვალი შეიძლება ათასნაირად აღიქვან. მოკლედ მაგარ შარში ვარ გახვეული, არადა, დალეულს რას მოუხერხებ?

– ანუკა, ბიჩო – მხარზე ხელი მომითათუნა ჩვენმა მწვრთნელმა ვლადლენ ანდრეევმა – დავაი, ნა დოპინგ ზავუტ.

რა ვუთხრა ახლა ამ პატიოსან მწვრთნელს? როგორი გასამხელია, რომ თავი დავკარგე და ლუდი მოვიყუდე…

გულახდილად გავუმხილე მწვრთნელს ყველაფერი. კინაღამ გაგიჟდა ისედაც ჭარბად ემოციური ვლადლენი.

– ნიჩევო სლუშატ ნე ხაჩუ, იძი ნა დოპინგ! – სიბრაზისგან ჭარხალივით გახდა კაცი.

სხვა რა გზა იყო და ამგვარი პროცედურისთვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში შევედი. მომცეს ქილა „სინჯის“ გამოსაყოფად. მიჭირავს ქილა და ვფიქრობ, რა ჯანდაბა მოვიფიქრო. მოულოდნელად გვერდითა „კუპედან“ ნაცნობი ხმა მომესმა:

– ფიცხელ, ფიცხელ…

გავიხედე და… ჩვენი განთქმული მოჭიდავე გივი ონაშვილი მიხმობს…

– ჩუმად, ბიჭო, არავინ დაგვინახოსო და თავისი შარდიანი ქილა გამიცვალა ჩემს ცარიელში.

დანარჩენი მოგეხსენებათ, – ტექნიკის საქმე იყო… ასე გადავრჩი“.

სიტყვამ გივი ონაშვილი მოიტანა და მის „ისტორიასაც“ შემოგთავაზებთ. ერთხელ ბატონმა გივიმ და შოთა ჩოჩიშვილმა ქალაქ ტოკიოს რესტორანში მხოლოდ „ერთ დოლარად“ იქეიფეს.

„იაპონიაში ვართ. შოთა ჩოჩიშვილს სასტუმროში ნოსტალგია მოაწვა. თბილისი მოენატრა.

– საქართველო მინდა, ბიჭო – მეუბნება, საქართველო მინდა მე ამის დედა ავაფეთქეეე… მინდა ჩემი საქართველო… ამათი დედაც, დავამტვრევ ძვლებში ყველას, კისრებს მოვუგრიხავ, მე ამათი დედაც, ხალიჩას ვაჭმევ მე ამათი!!!

– დაწყნარდი. ხვალ აჭამე – ვაწყნარებ. ვაწყნარებ. ძლივს დავაძინე.

მეორე დღეს მართლაც ძალიან მაგარი „ჩხუბი“ მოიგო და სულ გადამერია.

– ხომ მიცნობ ბიჭო, გივი? ამათ… თუ გინდა იაპონელი იყოს, დავაგრიხავ კისრებს. ამათი კი სუ კუკუ დედა, არ ვთქვი მე ახლა.

გაგიკვირდებათ და მართლა „დაგრიხა“ იქაური მეტოქე. ახლა, წავიდეთ და რესტორანში შევიდეთ – ქართველები არ ვართო? წავყვებოდი?

– რამდენი გაქვს ფული? – ვეკითხები.

– 300 იენი მაქვს ბიჭო (ერთი დოლარია)

შევედით და რესტორანში ვიქეიფეთ. დილით რესტორნიდან ნომერში მოგვდის ჩეკი. „თქვენს ანგარიშზე 30 000 იენია“. ელდა გვეცა, საიდან გადავიხადოთ?

ვებდღვენით მწვრთნელს. კაპიკიც არ მოგვცა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და რა ექნა, რაც არ ჰქონდა?“

ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს თქვენს წინაშე საგანგებო წარდგენა არ ესაჭიროება. ეს იუმორით აღსავსე პიროვნება პროფესიით ექიმია და საქართველოს მოჭიდავეთა სხვადასხვა ნაკრებებს მუდმივად გვერდში უდგას.

„მოგეხსენებათ გუნდის ექიმი ვარ. ერთი გასვლითი ასპარეზობაა. ბიჭებს ჭიდაობის წინ რამდენიმე საათით ადრე ჩვენი სასიქადულო მწვრთნელის არსენიჩის „რეცეპტით“ (არსენიჩი – მარტყოფლიშვილი) ხაშლამით ვკვებავდით. ცნობილია რომ ხორცი ძალის მომცემი საშუალებაა და ამართლებდა კიდეც, რომ არა ზემოთ ნახსენები ასპარეზობა.

დაურტყა ერთმა ჩვენმა ძიუდოისტმა ეს მსუყე, საკაზმებით გაჯერებული ხაშლამა, მაგრამ ცოტა გვიან მოუვიდა. ერთ საათში უკვე ტატამზე იდგა მეტოქის წინ. ორი წუთი კი გაუძლო მოწინააღმდეგეს და ძალაწართმეული ჩაიკეცა.

– ექიმი! – იყვირა უფროსობამ. ავიტაცე ჩემი „საკვოიაჟი“ და უმალ გამახსენდა ერთი აპრობირებული მეთოდი – არ უნდა ვიჩქარო, რომ ჩვენმა ფალავანმა რაც შეიძლება მეტი დაისვენოს. ავითრიე ფეხი და დინჯად მივუახლოვდი ჩაკეცილ სპორტსმენს. კაცი ამ თავს აღარაა, ძლივს სუნთქავს.

– ვაი! ხორცის ნაჭრები ყელთან მაქვს.

ცოტა ვუწამლე და გავიდა ისევ. ერთ წუთში ისევ ჩაიკეცა. გავვარდი, მივედი.

– პინ… – ამოიხრიალა საცოდავმა – საცოდავად. პი… პინცეტი არ გაქვს? კაცო, ახლა „პეტრუშკა“ გამეჩხირა ყელში, იქნება ამომწიწკნო და მერე მე ვიცი.

იმ დღიდან რეცეპტი „ხაშლამა“ გააუქმეს. თუმცა ანზორ არსენიჩი დღესაც სიამოვნებით მიირთმევს.“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025

„შურისმაძიებელი“ ოტია იოსელიანი

ვინ დააფინანსა ემზარ კვიციანის ცენტრი, ვინ არის ერმილე და ვისგან ელოდება თანხას

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო