“გიორგისთან თქვენს, ჩვენ რომ ბათუმი, აჭარა მოვიგოთ, ხაბაძის რეიტინგი დაბალიაო, მაგრამ ბიძნას რომ ველაპარაკე ბათუმში გაქვს დაბალიო. არაა გამორიცხული ეს ყველაფერი პატარიძის ნაჩალიჩარი იყოს” _ ეს არის ფრაგმენტი იმ სკანდალური აუდიოჩანაწერიდან, რომელიც ტელეკომპანია პირველმა მოიპოვა.
ჩანაწერში ორი ადამიანის საუბარია, რომელთანაგანც ერთი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეა. იგი ყვება რატომ დაატოვებინეს თანამდებობა და ოცნების რომელ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ აჭარაში ბიზნესინტერესები.
ჩანაწერში ხაბაძე, რომელიც ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატია საქართველოს პარლამენტში, აღნიშნავს, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური რეიტინგი დაუწუნა.
ტელეკომპანია “პირველის” ცნობით, ჩანაწერის დანარჩენი ნაწილი, დღეს საღამოს, გადაცემა “პოლიტმეტრში” გავა.