მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მყვინთავები ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას ცდილობენ, რომელიც, სავარაუდოდ, მდინარეში გადახტა.
მისი მტკვარში გადახტომის შესახებ შეტყობინება 112-ს მოქალაქემ მიაწოდა. სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, თუმცა, უშედეგოდ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.