„აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია“,_ აღნიშნული განცხადება THE UKRINFORM-ის ინფორმაციით, ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოზე ვენაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების არაერთმა დარღვევამ 20 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. მან ასევე აღნიშნა, რომ 16 ადამიანი, უმეტესად მოხუცები ზამთრის დაწყებიდან კონტაქტური ხაზის გადაკვეთის დროს ბუნებრივი მიზეზებით დაიღუპნენ.
ის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრული დაცვისკენ, მძიმე იარაღის გაყვანისკენ და ჰუმანიტარული განაღმვის აუცილებლობაზე საუბრობს.
მან ასევე ხაზი გაუსვა სტანიცა ლუგანსკის ხიდის შეკეთების საკითხს.