შავ ზღვაში ნატო სამხედრო წვრთნა „ზღვის ფარი 2019” იწყება.
როგორც ნატო იუწყება, წვრთნებში რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საბერძნეთი და ჰოლანდია მიიღებენ მონაწილეობას.
სამხედროები ერთობლივ მომზადებას წყალქვეშ, ზედაპირზე და საჰაერო საფრთხეებისგან თავდასაცავად გაივლიან.
წვრთნაში, რომელშიც 20 გემი და 2 200-მდე სამხედრო მონაწილეობს, 5 აპრილს იწყება და 13 აპრილს დასრულდება.