თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს.
ჯიშკარიანის თქმით, გადაწყვეტილება მოსმართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყალი. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, _ განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.