ქალაქ ოზურგეთში, ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ამის მიზეზი კი ბანკიდან გამოტანილი სესხის გადაუხდელობა სახელდება. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და აპირებდა თავის დაწვას.
“როგორც ვიცი, ვალების გამო იყო გაღიზიანებული. ასევე, ვიცით, რომ ბანკმა ერთი თვით გადაუწია სესხის დაფარვის დრო”, _ გვითხრეს თვითმხილველებმა. ამ წუთებში ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა პოლიციაში გადაიყვანეს.
შსს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ა.ქ.-ლი ცდილობდა ჩამორთმეული საკუთრების დაცვას. ადგილობრივმა პოლიციის და სამაშველოს თანამშრომლებმა მამაკაცი უვნებელი გამოიყვანეს შენობიდან და ამჟამად ის იმყოფება პოლიციაში.