ჩოხატაურის ყოფილი სასპორტო სკოლის აღზრდილი მორაგბეები ვახტანგ ჯინჭარაძე და პაატა ბურჭულაძე 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატში ივნისის დასაწყისში, რომელიც გაიმართება არგენტინაში.
ვახტანგ ჯინჭარაძე დიდი 10 კლუბ გორის ,,ჯიქებში“ თამაშობს, ხოლო პაატა ბურჭულაძე დიდი 10 კლუბ რუსთავის „ხარებში“. ამჟამად ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გადის მოსამზადებელ წვრთნას.