ქალს თუ მამაკაცის მოტყუება უნდა, ის ძალიან ადვილად შეძლებს ამას, განსაკუთრებული ძალისხმევისა და წვალების გარეშე. მით უფრო, თუ მამაკაცის ნდობა უკვე მოიპოვა. ამჯერად ძლიერ სქესს დავეხმარებით და პატარა „შპარგალკას” მივცემთ. მაშ ასე: თქვენი რჩეული გღალატობთ, თუ… უმიზეზოდ და უცნაურად იღიმება, ცდილობს, თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, როცა მის მობილურზე გზავნილი მოდის, მით უმეტეს, თუ ამ გზავნილს თქვენი თანდასწრებით არ პასუხობს.
რატომ გგონიათ, რომ დრო არ აქვს, გიღალატოთ? ის ამას არაჩვეულებრივად მოახერხებს. თუ ბოლო დროს თავს გაჩვენებთ, რომ ძალიან დაკავებული და მოუცლელია, გააორმაგეთ სიფრთხილე!
თუ ჩაცმულობაში ახალი სტილი აქვს, მუდმივად კარგ გუნებაზეა და აღგზნებულია;
თუ ბოლო დროს სურვილი უჩნდება, განსაკუთრებით იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე: გაიკეთოს ტატუ, გაიდიდოს ტუჩები, მკერდი, გახდეს უფრო სექსუალური და გამომწვევი.
თუ თვალები ისე უბრწყინავს, როგორც თქვენი ურთიერთობის დასაწყისში და ვერ მალავს, რომ ძალიან ბედნიერია, სიფხიზლეს ნუ მოადუნებთ! ამ ცვლილებების მიზეზი თავად რომ იყოთ, გამორიცხული მაინც არაფერია. თუ შეძელით და საყვარელ ქალს თავი ხელმეორედ შეაყვარეთ, მაშინ გილოცავთ, მაგრამ თავდაჯერებული მაინც ნუ იქნებით _ რა იცით?!