პრემიერმა ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა მედიას წარუდგინა. განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ნათია თურნავას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რაც ქვეყნაში. ბახტაძემ აღნიშნა, რომ ახალ მინისტრთან მას თანამშრომლობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და სრულად ენდობა. მისივე თქმით თურნავას აქვს მთავრობის სრული მხარდაჭერა. როგორც ბახტაძე ამბობს ის დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს.
„გუშინ მივიღე გადაწყვეტილება და გიორგი ქობულიას შეცვლის ნათია თურნავა. გიორგი ქობულიამ შეძლო ყველა ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაზე განვითარების სტრატეგიების შედგენა. ნათიასთან მაკავშირებს ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება, თუ სწორად დავითვალე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა სოციალური რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებას. დავალებები და ვადები, რომელიც ნათიას ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით, ნათია წარმატების გაართმევს მას თავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.