ჩემი აზრით, კაცობრიობა ორ ნაწილად გაიყო – ერთ მხარეს არის კაცობრიობა, მეორე მხარეს არის ჩინჩალაძე-მურუსიძე- განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეების არჩევის წესზე მსჯელობენ.
“ვერ ვხვდები, ამ არჩევანში, რატომ უნდა დავდგე ჩინჩალაძე-მურუსიძის მხარეს და არა, მთლიანად კაცობრიობის მხარეს. საქართველო არ იმსახურებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძესგადავყვეთ” განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის საკითხს „ქართული ოცნება“ გადაჰყვება.