მარნეულში დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა “ქართული ოცნების” წევრს სცემა. ინციდენტი გუშინ მოხდა.
გიორგი თაბუკაშვილი, რომელიც მმართველი გუნდიდან მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრია, მომხდარს მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს. ამბობს, რომ გუშინ ოლქიდან გამოვიდა რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობიდან” დროებითი კომისიის წევრი ლაშა ქველაძე მიუახლოვდა და ცალკე საუბარი მოსთხოვა, ამის შემდეგ მას ქველაძე ფიზიკურად გაუსწორდა.
თავდასხმის კონკრეტული მიზეზი თაბუკაშვილის განცხადებით, ინციდენტის დროს არ თქმულა. გამოძიება უკვე დაიწყო ძალადობის მუხლით. მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ.