ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი თინა კოსტავა შემოქმედის მამათა მონასტერში 1988 წლიდან გალობდა, თუმცა, ქალბატონ თინას ამ ეტაპზე ტაძარში გალობა აღარ შეუძლია. მონასტრის მგალობლებმა ის სახლში მოინახულეს და მასთან ერთად “წმიდაო ღმერთო” იგალობეს.
ვიდეო საკუთარ ფეისბუქგვერდზე ზაზა სიმონიშვილმა ატვირთა.