ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც, ისლამიტების ლიდერი ბუ-ბაქარ ალ-ბაღდადი საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ “ომი დასავლეთის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება”
ვიდეომიმართვა 18-წუთიანია და მასში აღნიშნულია, რომ შრი-ლანკაზე გახორციელებული ტერაქტები ჯიჰადისტების მკვლელობისა და დაკავებისთვის შურისძიება იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ბუ-ბაქარ ალ-ბაღდადის პირველი ვიდეო მიმართვაა.
ამ დროის განმავლობაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერი მიმდინარე წლის აპრილშია გაკეთებული.