საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში დეპუტატები პროტესტით შეხვდნენ. სასესიო დარბაზში შესულ სალომე ზურაბიშვილს კანონმდებლები ფეხზე არ წამოუდგნენ.
პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან.
თუმცა, სალომე ზურაბიშვილის დარბაზში შესვლისას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები წამოდგნენ.
მოგვიანებით დემარშის მიზეზი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა. სერგო რატიანის თქმით, ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტის სასახლეში გაყალბებული არჩევნების შედეგად შევიდა.
„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში არ შესულა თავისუფალ და დემოკრატიული არჩევნების შედეგად იყო სერიოზული მოსყიდვები, ზეწოლები, ეს იყო უკანდახევა და ეროზია დემოკრატიის. ამას აღნიშნავს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ის რაც მოხდა ეს იყო ამის გამოხატულება,“– განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე,საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი ესწრებიან.
rustavi2.ge