ზღვის მარილი ადამიანს ენერგიის აღდგენასა და დამშვიდებაში ეხმარება. ის დადებითად მოქმედებს კანზე. გარდა ამისა, ზღვის მარილი შესანიშნავი საშუალებაა სპაზმებისა და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ის ააქტიურებს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ზღვის მარილის აბაზანები ფეხისთვის მომენტალურად მოგიხსნით გადაღლას და შეშუპებას. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37-38 გრადუსს, პროცედურის ხანგრძლივობა კი – ათ წუთს.
ზამთრის პერიოდში ზღვისმარილიანი აბაზანა მკვეთრად ააქტიურებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. ახასიათებს, ასევე, ანტიცელულიტური ზემოქმედება.
ზღვის მარილი ხსნის ანთებით პროცესებს და აქრობს კანზე გამონაყარს უმოკლეს დროში.