ლანჩხუთში ცხრა მაისის ღონისძიებისთვის სტალინის ბიუსტის დადგმასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერია განმარტებას აკეთებს: „გავრცელდა ინფორმაცია, სადაც მოქალაქე იური სარჯველაძე აცხადებს, რომ 9 მაისს ლანჩხუთში სტალინის ბიუსტის დადგმას აპირებს. ის ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით „მერია საქმის კურსშია“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. წერილობით არავის მიუმართავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვისაც. აქვე აღვნიშნავთ, რომ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომლის თანახმადაც მერიის შესაბამისი სამსახურები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ ბიუსტის დადგმის წინააღმდეგია და რომ არ არის დღეს იმის დრო, მსგავსი ბიუსტები გაიხსნას ლანჩხუთში.