როგორც მოსალოდნელი იყო, სულ მალე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. უკვე გადაწყვეტილია, რომ სამტრედიასთან მატჩის შემდეგ, რომელიც 16 მაისსა ჩანიშნული, კლუბს გელა სანაია ჩაიბარებს.
აღსანიშნავია, რომ იგი მიეკუთვნება ქართველ მწვრთნელთა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც აქვთ სამწვრთნელო PRO ლიცენზია.
სანაიამ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო „სამტრედიაში“, შემდეგ წვრთნიდა ხობის „კოლხეთს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „ჭიათურას“ და რუსთავის „მეტალურგს“. 2014 წელს დაბრუნდა „სამტრედიაში“და გუნდთან ერთად 2013-14 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის (ჯგუფი B) გამარჯვებული. ამავე წლის ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და 2015 წლის თებერვლიდან ქობულეთის „შუქურას“ ჩაუდგა სათავეში, სადაც მან კონსტანტინ ფროლოვი შეცვალა. ამავე წლის ზაფხულში სანაიამ ეს კლუბი დატოვა და ოქტომბრიდან ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელა კარიერა. ბოლო ხანს იგი უმუშვარი იყო და ლანჩხუთის „გურიას“ შეთავაზებას დასთანხმდა.