https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

პრემიერმა “გადააგდო” _ “მზადყოფნაში მყოფი თარჯიმანი” და არარსებულ მომსახურებაში გადახდილი ევროკავშირის ფული

8:05; 15.05.2019
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ ფიზიკურ პირს ანა ნოზაძეს #58 ხელშეკრულება 2019 წლის 14 თებერვალს გაუფორმა, რომლის ჯამური ღირებულება 5 280 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულებაში დაკონკრეტებულია, რომ ნოზაძემ პროექტის _ „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, საიტზე _ www.guriatourism.ge, ქართულად განთავსებული ინფორმაციის თარგმნის მომსახურება უნდა განახორციელოს ინგლისურ ენაზე და ასევე, აღნიშნული პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაცია თარგმნოს.

„სულ რაოდენობა _ ა4 ფორმატის 100 გვერდი (ღირებულებით 3 740 ლარი, დღგ-ს გარეშე)“, _ ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

ამავე დოკუმენტში წერია: „პროექტის დახურვის ცერემონიალზე, 2019 წლის 26-27 თებერვალს, დამსწრე საზოგადოებისთვის (ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მეგობარი ქვეყნის ელჩები, პრემიერ-მინისტრი, პროექტის ხელმძღვანელი, სხვადასხვა სამინისტროს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები) სინქრონული მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვა ინგლისურიდან ქართულად და პირიქით, ღირებულებით _ 1 540 ლარი დღგ-ს გარეშე“.

ანა ნოზაძესთან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მიღება-ჩაბარების ორი აქტი 28 თებერვალს არის გაფორმებული.

აქტში #58-1 წერია, რომ ნოზაძემ, ხელშეკრულების შესაბამისად, თარგმნა საიტზე განთავსებული ინფორმაცია და პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაცია _ სულ 100 გვერდი.

აქტში _ #58-2 ვკითხულობთ, რომ „მხარეთა შორის 2019 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანა ნოზაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2019 წლის 26 და 27 თებერვალს, პროექტის _ „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში გახორციელებულ დასკვნით ღონისძიებაზე, რომელზედაც მოწვეული იყვნენ უცხოელი სტუმრები, ანი ნოზაძემ გასწია ინგლისური ენიდან ქართულზე და პირიქით, სინქრონული მთარგმნელობითი მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1 540 ლარი.

ორივე მიღება-ჩაბარების აქტს ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი პავლე ჭყონია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე აწერენ.

სამივე პირი მიმღებია. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანა ნოზაძეს, რომელმაც ეს მომსახურება ჩააბარა, მიღება-ჩაბარების არც ერთ აქტზე, რომლებიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული, ხელი მოწერილი არ აქვს.

ხელმოწერის არასებობაზე რომ ყურადღება არ გავამახვილოთ, კითხვის ნიშანს ბადებს ის ფაქტი, რომ პროექტის დახურვის ღონისძიება არა 26 და 27 თებერვალს, არამედ 27 თებერვალს გაიმართა, რასაც გურიის გუბერნიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციები ადასტურებს, სადაც ამ ღონისძეიბის შესახებ ინფორმაცია, ფოტო და ვიდეო მასალაა განთავსებული.

პროექტის დახურვის ღონისძიებას არც ევროკავშირის ელჩი, არც პრემიერი და არც სხვა, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სტუმრები არ დასწრებიან _ მაშინ ითქვა, რომ ღონისძიების ორგანიზატორები პრემიერმა და სხვა სტუმრება „გადააგდეს“ და გეგმები ჩაუშალეს. თუმცა, ღონისძიება, გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის მონაწილეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, მაინც შედგა, ოღონდ სხვა მასშტაბით და ფოლკლორის ცენტრის ნაცვლად, როგორც დაანონსებული იყო, პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ _ მიმდინარე წლის 27 თებერვალს.

ამის მიუხედავად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოკუმენტებში ჩაწერეს, რომ ღონისძიებაზე უცხოელი სტუმრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სინქრონული თარგმანით ისარგებლეს. თუმცა, ოფიციალური უწყებების გვერდებზე, არ იძებნება იმის დამამტკიცებელი არც ფოტო და არც ვიდეო მასალა, რომ 27 თებერვალს ღონისძიებას უცხოელი სტუმრები დაესწრნენ, რომლებსაც სინქრონული თარგმანი დასჭირდათ. გამოქვეყნებულ მასალებში არც თარჯიმნის ფოტოა. შესაბამისად, მთავარი კითხვის _ რაში გადაიხადა მერიამ 1 540 ლარი ევროკავშირის გრანტიდან, პასუხის მისაღებად პროექტის დირექტორს, თარჯიმანს და ღონისძიების სხვა მონაწილეებს დავუკავშირდით.

სიტუაციის გარკვევა თარჯიმნიდან დავიწყეთ:

_ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და მასალები ვთარგმნე, _ გვითხრა ანა ნოზაძემ.

კითხვაზე, როდის და რა ფორმით განახორციელა სინქრონული თარგმანი, გვიპასუხა, რომ შეხვედრა ფოლკლორის  ცენტრში ჩატარდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შევახსენეთ, რომ ღონისძიება,  არა ფოლკლორის ცენტრში, არამედ პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა, აღნიშნა, რომ არ ახსოვდა:

_ ხო, შეიძლება, ზუსტად არ მახსოვს, _ განმარტა თარჯიმანმა.

_ ქალბატონო ანა, შეგიძლიათ გვითხრათ ვის გაუწიეთ სინქრონული თარგმანი და რა სახის?

_ უცხოელებს.

_ კონკრეტულად რამდენ ადამიანს და რა ტიპის მომსახურება გაუწიეთ?

_ ბავშვის ღონისძიებაზე ვარ, თქვენი ხმა არ მესმის და არც სასაუბროდ მცალია, _ გვითხრა ნოზაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.

ნოზაძის შემდეგ ნანა თავდუმაძეს დავუკავშირდით, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსი და პროექტის ხელმძღვანელია. მას ვთხოვეთ დახურვის ღონისძიებაზე მონაწილე უცხოელების სია მოეცა და განემარტა, ვის გაეწია სინქრონული თარგმნით მომსახურება.

თავდუმაძემ გვითხრა, რომ ღონისძიების მონაწილეებმა რეგისტრაცია გაიარეს და სიას მოგვაწვდიდა.

მასთან საუბრის შემდეგ ისევ ნოზაძეს დავუკავშირდით. ტელეფონზე უცხო ადამიანმა გვიპასუხა და გვითხრა, რომ ქალბატონი ანა გასული იყო და ტელეფონი სახლში დარჩა. ეს მაშინ, როცა 10 წუთით ადრე, ნოზაძე „ბავშვის ღონისძიებაზე“ იმყოფებოდა(?!).

მოგვიანებით მერიის მიერ დაქირავებული თარჯიმანი თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მან ყველა ის მომსახურება შეასრულა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და დამატებითი პასუხების მისაღებად მერიაში გადაგვამისამართა.

რამდენიმე თხოვნის მიუხედავად,ა მან არ გვიპასუხა კითხვაზე _ რა ტიპის სინქრონული თარგმანი განახორციელა.

_ რასაც თარგმანი ნიშნავს, ის გავაკეთე, _ გვითხრა ნოზაძემ.

_ ხელშეკრულებაში წერია სინქრონული თარგმანი. შეგიძლიათ გვითხრა რა სახის _ აპარატურით თუ აპარატურის გარეშე?

_ რასაც ნიშნავს სინქრონული თარგმანი, ის გავაკეთე.

_ იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ?

_ თუ არ იცით, დაგუგლეთ! მე მეტს ვერაფერს გეტყვით, _ ისევ ტელეფონის გათიშვით დაასრულა საუბარი ნოზაძემ.

ამავე დღეს, ჩვენ, ღონისძიების ერთ-ერთ მონაწილეს, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელს და პროექტში ჩართულ პირს, ვახტანგ გველებიანს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, არსებობის შეთხვევაში, მოეწოდებინა ღონისძიებაზე მყოფი უცხოელი პირების სია. გველებიანმა ვერ გაიხსენა, რომ იმყოფებოდნენ თუ არა იქ უცხოელები:

_ ვერ გეტყვით. მე, პირადად, არ მახსოვს. ბევრი ადამიანი იყო და შეიძლება, იყვნენ. რაც შეეხება სინქრონულ თარგმანს _ ესეც არ დამინახავს, რადგან მე არ მჭირდება ეს მომსახურება და არ დავკვირვებივარ, _ აღნიშნა გველებიანმა ჩვენთან საუბრისას გველებიანმა.

ამ საუბრებიდან მეორე დღეს,14 მაისს, ნანა თავდუმაძე დაგვიკავშირდა. დაპირებული სია არ, უფრო სწორად ვერ მოგვაწოდა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება შესრულდა. თავდუმაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რა სახის სინქრონული მომსახურება შეასრულა ანი ნოზაძემ, რისთვისაც 1 540 ლარი მიიღო:

_ იმ გოგონამ ყველაფერი გააკეთა. თარგმნა ტექსტები, _ამბობს თავდუმაძე.

_ ეს ვიცით და ამას არავინ უარყოფს. გვაინტერესებს რაში გადაიხადეთ ევროკავშირის გრანტიდან 1 540 ლარი, ვის და რა ტიპის სინქრონული მომსახურება გაეწია?

_ ჩვენ ბევრ სტუმარს ველოდებოდით და არ ჩამოვიდნენ. ის გოგონა მზად იყო, გაეწია მომსახურება.

_ მზადყოფნა არ ნიშნავს გაწეულ მომსახურებას. თქვენს მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში კი გარკვევით წერია, რომ გახორციელდა სინქრონული თარგმანი. დაგვიკონკრეტეთ, ვის გაეწია ეს მომსახურება.

_ ეს იყო ძალიან კარგი პროექტი.

_ ამაზე არავინ დაობს. სხვა რამეს გეკითხებით _ ვის გაეწია მომსახურება და რა სახის?

_ იქ მყოფ უცხოელებს.

_ და ვინ იყვნენ ეს უცხოელები? არც ერთ ფოტოში, ვიდეოში არც უცხოელი ჩანს და არც თარჯიმანი. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სხვა მასალა, რომელიც თქვენს სიტყვებს დაადასტურებს?

_ როგორც გითხარით, ეს გოგონა მზად იყო გაეწია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც შეასრულა.

_ და ამის მტკიცებულებას გთხოვთ. ვერ მისახელებთ იქ მყოფ ვერც ერთ უცხოელს, არ არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც უცხოელების იქ ყოფნას დაადასტურებს. ჩვენ მიერ გამოკითხულ იქ მყოფ რამდენიმე პირს, პროექტის ბენეფიციარებს, ღონისძიებაზე მყოფი არც ერთი უცხოელი არ ახსოვს და თქვენ საწინააღმდეგოს დადასტურება შეგიძლიათ?

_ აუდიტი ჩატარდა და ჩვენი პროექტი უმაღლეს დონეზე შეაფასა.

_ სხვა რამეს გეკითხებით ქალბატონო ნანა. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მტკიცებულება, რომ დახურვის ღონისძიებაზე სინქრონული თარგმანი შეასრულა ანა ნოზაძემ, რასაც თქვენ ხელმოწერით ადასტურებთ მიღება-ჩაბარების აქტში?

_ მე არ მაქვს ფოტოები. დაუკავშირდით მერიის, საკრებულოს, გუბერნიის პრესსამსახურს, რადგან ფოტოებს ისინი იღებდნენ და მათ აქვთ საავტორო უფლებები, _ სხვისკენ გადაგვამისამართა პროექტის დირექტორმა.

გურიის გუბერნიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ მოგვწერა, რომ მათ არქივში უცხოელი სტუმრების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება:

„ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და „პროგრესის სახლს“, რომლებიც არიან აღნიშნული პროექტის გამახორციელებლები. ჩემს ფოტო-ვიდეო არქივში ვერ ვახდენ უცხოელი სტუმრების იდენტიფიცირებას”, _ გვითხრა ლომჯარიამ.

შესაბამისი მტკიცებულება თავის არქივში ვერც საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ზედგენიძემ იპოვა:

“ფოტო კოლაჟი, რომელიც ღონისძიებას ასახავს და ჩემს მიერ იქნა გადაღებული, განთავსებულია საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე. შესაძლებელია, რომ ჩემს ფოტო ალბომში ვერ მოხვდა ყველა დამსწრე სტუმარი და ღონისძიებაში მონაწილე პირი. შეგიძლიათ, სურათები იხილოთ საკრებულოს გვერდზე. სხვა კონკრეტულზე ვერ გიპასუხებთ, რადგან არ ვყოფილვარ ჩართული საორგანიზაციო საკითხებში”, _ ამბობს ზედგენიძე.

_ ქალბატონო ნათია, არსებობს თუ არა იმის მტკიცებულება, რომ იმ დღეს, რომელიმე უცხოელი სტუმარი სარგებლობდა სინქრონული თარგმანით?

_ ვერ გიპასუხებთ, მე არ ვყოფილვარ ჩართული საორგანიზაციო საკითხებში და ინფორმაციას არ ვფლობ, _ დააზუსტა ზედგენიძემ.

ფოტო ან ვიდეო მტკიცებულების მოწოდების თხოვნით, ჩვენ ოზურგეთის მერიასაც მივმართეთ. მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მგელაძემ გვითხრა, რომ ერთი უცხოელი ღონისძიებაზე იყო და მისი ფოტოც ჰქონდა, თუმცა, გვერდზე არ განუთავსებია:

_ ყველა ფოტოს არ ვდებთ. მახსოვს, ერთი უცხოელი იყო და მისი ფოტო გადაღებული მაქვს. ისიც მახსოვს, რომ ანა ნოზაძე იყო, თუმცა, მისი ფოტო არ მაქვს _ არ მიმიჩნევია საჭიროდ გადაღება, ხშირად გადიოდა და გამოდიოდა. იმ უცხოელის ფოტოს მოვძებნი და მოგაწვდით, _ გვითხრა მგელაძემ, თუმცა, პირობა ან არ ვერ შეასრულა.

მთელი დღის მოლოდინის მიუხედავად, ღონისძიებაზე მყოფი უცხოელის ფოტო ვერ მივიღეთ. იმის გასაგებად, რამდენ ხანში მოგვაწოდებდნენ მტკიცებულებას, მგელაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც სოციალურ ქსელში გაგზავნილ შეტყობინებებს. მოგვიანებით, მგელაძეს ფეისბუქით, საჯარო პოსტითაც მივმართეთ და დაპირებული მტკიცებულების გამოგზავნა ვთხოვეთ, თუმცა, ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

ჩვენ შევეცადეთ პასუხი მიგვეღო კითხვაზე _ რატომ არ არის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მიღება-ჩაბარების აქტებზე ნოზაძის ხელმოწერები, თუმცა, ამ კითხვაზე პასუხის გამცემი მერიაში არ აღმოჩნდა.

ოზურგეთის მერი, ტრადიციულად, ჩვენს ზარებს არ პასუხობს. არადა, საინტერესოა მისი პასუხები ამ თემასთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაზე და მათ შორის, ყველაზე მთავარზე _ რატომ გადაუხადეს თარჯიმანს ევროკავშირის გრანტიდან ფული არარსებულ მომსახურებაში და თუკი ეს მომსახურება არსებობს, რატომ არ არის შესაბამისი მტკიცებულება.

საინტერესოა ისიც, რომ მერიის პრესსამსახურის და საკრებულოს აპარატის უფროსის გარდა, ყველა ერთდროულად როგორ „დაბრმავდა“, „დაყრუვდა“ და როგორ ვერავინ დაინახა ღონისძიებაზე მყოფი ერთი უცხოელი მაინც, რომელიც სინქრონული თარგმანით სარგებლობდა. 

 

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Tbilisi Waterfall” აშენდება (R)

„აშშ თანამშრომლობის ინტერესს მხოლოდ სიტყვებით გამოხატავს“_რიაბკოვი

ყველა სიახლე

ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026
სამართალი

შეიარაღებული თავდასხმა ოზურგეთში _ “ორმხრივი სროლები იყო”

12:16; 11.09.2026
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

11:57; 11.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის ცენტრში, მოსაცდელში, დარშიც წვიმა გიცდით…

11:20; 11.09.2026
სამართალი

“ოთხი კაცი ურტყამდა, მოსაკლავად გაიმეტეს”

10:52; 11.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში

10:28; 11.09.2026
მსოფლიო

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

9:43; 11.09.2026
საზოგადოება

გოგებაშვილის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოები არიან

9:01; 11.09.2026
საზოგადოება

 თხილის ყველაზე ცუდი ფასი ბოლო წლების განმავლობაში

8:57; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო