რამდენიმე საათია, ზუგდიდში მაგთის ქსელი შეფერხებით მუშაობს. კომპანიის აბონენტები ვერც სატელეფონო და ვერც ინტერნეტ მომსახურებას ვერ იღებენ.კომპანიაში შეფერხების მიზეზი არ იციან.“გადავამოწმეთ შესაბამის განყოფილებასთან, როგორც ასეთი სადგური გათიშული არ არის, მაგრამ რადგან მოვლენების ეპიცენტრია შესაძლოა გადატვირთულია ქსელი ამ ადგილას და ამიტომაც გიჭირით სარგებლობა. გამორთეთ-ჩართეთ ტელეფონი და საცდეთ დარეკვა, ზოგადი პრობლემა არ არის.”_ მოგვწერეს კომპანიიდან.
მიუხედავად ამისა, მედიის ათობით წარმომადგენელს ზუგდიდის სხვადასხვა უბანში მუშაობაში ხელი ეშლება. იმავე პრობლემაზე საუბრობენ დამკვირვებლებიც.