მომღერალი ხატია წერეთელი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, რომ პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.
როგორც მის მიერ დაწერილ ტექსტშია ნათქვამი, მას პოლიტიკაში მოსვლა ერთმა ცნობილმა ფიგურამ უწინასწარმეტყველა.
„წლების წინ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა(ცნობილი ფიგურაა, მაგრამ არა face) მითხრა მოვა დრო და შენ პოლიტიკაში მოხვალო. რატომ უნდა მოვიდე -თქო, დადგება დრო როცა შენს უფლებებს შელახავენ, შენს წინ ვიღაცას უსამართლოდ მოექცევიან, ქართველი რომ ხარ, უკვე დანაშაული იქნებაო. და მაშინ გაგიჩნდება სურვილი რომ მოხვიდე და შეცვალოო რეალობა
ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ, მე მაინც ვიტყვი ჩემსას თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა შევაკვდები კიდეც, რომ შევცვალო.
რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს მეტი უფლებები ჰქონდეს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს.
რომ ქართველი არ ნიშნავდეს კრიმინალს, საქართველოს მთავრობა უნდა ზრუნავდეს, რომ მათ მოქალაქეებს მუშაობის უფლება მისცენ ევროპაში და არ დასჭირდეთ მოპარვა.
რომ ბოლო-ბოლო დაიწყოს კონტროლი ამ უაზრო ტყვიით გატენილ საკვებზე, გენმოდიფიცირებულ და ნიტრატებით ავსებულ საწამლავზე, ჩვენ რომ საკვებად გვასაღებენ
რომ ბიზნესს დაეწიოს მოგების გადასახადი, და დაეკისროთ მინიმალური ხელფასის 300 ევრომდე აწევა.
ეს რეალურად შესაძლებელია, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი!
შეცვალეთ კანონები ხალხის და არა თქვენს სასარგებლოდ. ნუ აბოროტებთ ხალხს, თორემ ერთ დღეს თქვენვე გაგასამართლებს ეს ხალხი“, _წერს წერეთელი.





































































