გუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა, როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი.
აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე.
როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.
ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ.
ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას უარყოფს.