USAID-ის ენერგეტიკის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) ოფიციალურად გადასცემს ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისთვის ანგარიშების ერთიან სისტემას.
ღონისძიებას გახსნიან ბატონი პიტერ ვიბლერი, საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი, ქალბატონი ირინა მილორავა, სემეკის თავმჯდომარე და ბატონი დენიელ პოტაში, USAID ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი.
ანგარიშების ერთიანი სისტემა მნიშვნელოვანი მიღწევაა სემეკისთვის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში გამჭვირვალე და უსაფრთხო აღრიცხვის სისტემის შექმნის მოთხოვნის შესასრულებლად. ამ ახალი სისტემის დანერგვით გაზრდილი გამჭვირვალობა და მონაცემთა უნიფიცირება შექმნის ფინანსური ინვესტიციებისთვის ხელშემწყობ გარემოს.
გადაცემის ცერემონია გაიმართება 21 მაისს, 14:00 საათზე სემეკის ოფისში, მიცკევიჩის #19. (R)