უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესახებ მსჯელობენ.
Kyivpot-ის ინფორმაციით, როგორც უკრაინის პარლამენტის სპიკერის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ან 28 ივლისს გაიმართება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მან აღნიშნული განცხადება პრეზიდენტ ზელენსკისა და პარლამენტის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაცია გუშინ შედგა. საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ პარლამენტს ითხოვს.