მარჯანიშვილის თეატრთან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, ჩხუბი ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. შედეგად დაზიანდა რამდენიმე კაფე. როგორც კაფეს მფლობელი ამბობს, თავდამსხმელები შენობის შუშებს სკამებსა და სხვა ნივთებს ესროდნენ.
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბის მიზეზი ქართველი გოგონა გახდა, რომელიც უცხოელ ტურისტებსთან ერთად იმყოფებოდა. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ გოგო მათთან გიდად მუშაობდა.