„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. ინციდენტში მონაწილეები ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან.
„ევროპულმა საქართველომ“ ვიდეო წარადგინა, რომელშიც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძე ცდილობს ამომრჩეველზე ზეწოლა მოახდინოს.
9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე
19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.